რუმინეთში გამართულ ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე კომაროველებმა წარმატებას მიაღწიეს

11-19 თებერვალს რუმინეთში გამართულ ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე, 15 წლამდე ასაკის მოსწავლეთა შორის, საქართველოდან ორი გუნდი იყო წარმოდგენილი. 8 შესაძლებლობიდან ქართველმა მოსწავლეებმა 6 მედალი მოიპოვეს.


მოპოვებული მედლებიდან 5 კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა დაიმსახურეს. ვერცხლის მედლის მფლობელები არიან ნინო ჩხაიძე და ირაკლი სულამანიძე; ბრინჯაოს მედლის -  ოთარ გაგნიძე, ვახტანგ ჩაჩანიძე და ანდრია ბერიძე; ხოლო 1 ვერცხლის მედალი ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მოსწავლემ თარაშ დოლაბერიძემ მოიპოვა. 


კომაროვის სკოლა ულოცავს მოსწავლეებს, მათ მშობლებს, პედაგოგებსა და წრის ხელმძღვანელებს და მომავალ წარმატებებს უსურვებს!




ზემოთ